"შავი ლომის" თავკაცი რიჩარდ კოკერილი გუნდის მოსამზადებელ პერიოდს აფასებს.
"კარგი მოსამზადებელი პერიოდი გვქონდა. მოთამაშეებმა ბევრი იშრომეს, კარგ ფიზიკურ ფორმაში არიან, მოუთმენლად ველით პირველ თამაშს. "შავი ლომის" გაფართოებულ შემადგენლობაში 11 დებიუტანტია. ახალი მოთამაშეები გვყავს დიდი 10-იდან და ისინი სიახლეებს ეგუებიან.
ასევე გვყავს ფრანგული კლუბების ყოფილი წევრები, რომლებიც გუნდთან უკვე შეთამაშდნენ. "იბერიანსთან" შეხვედრაში გუნდში ბევრია ახალი სახე გვეყოლება." - ამბობს ინგლისელი სპეციალისტი.