UFC-ის კომენტატორ და ცნობილ პოდკასტერ ჯო როგანს მიაჩნია, რომ მერაბ დვალიშვილსა და შონ ომალის შორის პირველი ბრძოლა ამერიკელისთვის არასწორ დროს გაიმართა.
იმ პერიოდში ომალის მენჯის ტრავმა აწუხებდა. სიგიჟეა, რომ ასეთი დაზიანების ფონზე დვალიშვილთან ბრძოლას მაინც დათანხმდა. მიუხედავად ამისა, მისი მესმის. მას ეგონა, რომ დვალიშვილს მაინც გაუმკლავდებოდა, რადგან ჩემპიონები სწორედ ასე აზროვნებენ.
- თქვა როგანმა.
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილი-ომალი 2 რამდენიმე კვირაში გაიმართება და ტიტულს ამჯერად ქართველი დაიცავს.