"მზად ვარ ეს გავაკეთო" - რა დათმობაზე მიდის თოფურია საჩემპიონო ბრძოლისთვის? » სპორტის ხაზი

"მზად ვარ ეს გავაკეთო" - რა დათმობაზე მიდის თოფურია საჩემპიონო ბრძოლისთვის?

"მზად ვარ ეს გავაკეთო" - რა დათმობაზე მიდის თოფურია საჩემპიონო ბრძოლისთვის?
16-04-2025, 14:28
Aa Aa
გაზიარება:

ილია თოფურიას თქმით, მან წონა იმიტომ შეიცვალა, რომ დენა უაითისგან ზედა დივიზიონში სატიტულო ბრძოლის ჩანიშვნის გარანტიები მიიღო.

ქართველ ჩემპიონს გონებაში სხვა ვარიანტი არც აქვს. ხალხი და მედია წერს, რომ თოფურიამ ჯერ სხვებთან უნდა გაარკვიოს საქმე, თუმცა ილია მხოლოდ სატიტულო ბრძოლისკენ იყურება.

ზაფხულში მინდა ჩხუბი, თუმცა თუ ასე არ მოხერხდება, მაშინ შემოდგომისთვის მოვიცდი. დაველოდები საჩემპიონო ორთაბრძოლას. სხვა ვარიანტი არც კი განიხილება.

- თქვა თოფურიამ.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ თავისი ქამარი ვაკანტური გახადა, რომელსაც ვოლკანოვსკი ლოპესის დამარცხებით კიდევ ერთხელ დაეუფლა, თავად თოფურიას კი მახაჩევის ქამრის მოპოვება სურს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი