გამთენიისას UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ იტალიელი მარვინ ვეტორი 5-რაუნდიან დაპირისპირებაში მსაჯების გადაწყვეტილების თანხლებით დაამარცხა.
როგორც შემდეგში გაირკვა, რომან დოლიძემ მომდევნო ჩხუბში რობერტ უიტეკერი და ისრაელ ადესანია გამოიწვია, მათი პასუხი კი ჯერჯერობით ცნობილი არაა.
რაც შეეხება გამომუშავებულ თანხას, უცხოურ მედიაში მითითებული ინფორმაციის მიხედვით, დოლიძე 350 000 დოლარამდე გამოიმუშავებს.