მხოლოდ მახაჩევთან ჩხუბზე ვართ თანახმა - თოფურიას მენეჯერი დარწმუნებულია » სპორტის ხაზი

მხოლოდ მახაჩევთან ჩხუბზე ვართ თანახმა - თოფურიას მენეჯერი დარწმუნებულია

მხოლოდ მახაჩევთან ჩხუბზე ვართ თანახმა - თოფურიას მენეჯერი დარწმუნებულია
6-03-2025, 17:20
Aa Aa
გაზიარება:

ილია თოფურიას მენეჯერმა მალკი კავამ ქართველი ჩემპიონის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ახალ დივიზიონში თოფურია მხოლოდ სატიტულო ბრძოლას განიხილავს.

"თქვენი აზრით, ქამრის დათმობის გადაწყვეტილებას მსუბუქი წონის საჩემპიონო ჩხუბის გარანტიის გარეშე დავთანხმდებოდით? ჩვენთვის არავის უთქვამს, რომ ახალ დივიზიონში ქამრისთვის არ ვიბრძოლებთ - მეტს არაფერს ვიტყვით!", - განაცხადა კავამ.

ცნობისთვის, თოფურიას ისლამ მახაჩევთან ბრძოლა სურს, თუმცა დაღესტნელი მებრძოლი ჯერჯერობით ბრძოლას თავს არიდებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი