ალექსანდერ ვოლკანოვსკიმ კოლბი თიქნესისა და ალექსანდრე თოფურიას ბრძოლა გაიხსენა და მისი შინაარსი შემდეგნაირად ახსნა:
ვიცოდით, რომ რთული ბრძოლა იქნებოდა, ვიცოდით, რომ ალექსანდრე ძლიერი იქნებოდა. კოლბი დგომში კარგი იყო. ცხადია, პირველ რაუნდში მძიმე დარტყმა გაატარა. იმ მომენტამდე მეგონა, რომ რაუნდს იგებდა, მაგრამ ამით დიდი ზიანი მიიღო.
ყველაფრის გათვალისწინებით, მაინც მგონია, რომ კოლბის კარგი გამოსვლა ჰქონდა, თან ძლიერ მეტოქესთან. მომავალში კიდევ ექნება ასეთი შანსი და დაბრუნდება მოგებულთა სიაში. ასეთია ამ თამაშის წესები. ვიცოდით, რომ ამ ბრძოლაზე თანხმობით რისკზე მივდიოდით, მაგრამ ჩვენი გუნდი რისკისთვის ყოველთვის მზადაა.
- თქვა ვოლკმა.