სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა ვინისიუს ოლივიერამ UFC-ის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი გამოიწვია.
"მერაბის და ჩემი ბრძოლა აუცილებლად შედგება, რაც შეეხება ბრძოლას - ის სამ რაუნდასც ვერ გამიძლებს, რადგან ჩემს ზეწოლას ვერ გაუძლებს და მალევე დაიღლება.
ისეთ ზეწოლას მოვახდენ, როგორიც აქამდე არასდროს გამოუცდია, ის კი უბრალოდ გაიქცევა, რადგან პირისპირ ჩემთან დგომს ვერ გაბედავს", - განაცხადა ოლივეირამ.