"ჯორჯია შტატი ვიცი და არა ქვეყანა" - ომალიმ მერაბს დასცინა » სპორტის ხაზი

"ჯორჯია შტატი ვიცი და არა ქვეყანა" - ომალიმ მერაბს დასცინა

"ჯორჯია შტატი ვიცი და არა ქვეყანა" - ომალიმ მერაბს დასცინა
2-07-2024, 01:06
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა შონ ომალიმ საკუთარ პოდკასტში მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა და ქართველ მებრძოლს არაერთხელ დასცინა.

შონმა სტუდიაში პოდკასტის მიმდინარეობისას მაყურებლებს დვალიშვილის ფორმის თოჯინა წარუდგინა და დასძინა.

"მერაბი ჩვენთანაა სტუდიაში, ვიცი რომ არ გჯერათ, მაგრამ ის აქ არის - ალბათ ბევრს ვერაფერს იტყვის, რადგან ინგლისურად ვერ ლაპარაკობს ან თუ ლაპარაკობს ვერაფერს გაიგებთ" - აღნიშნა შონმა.

მოგვიანებით, ამერიკელი მებრძოლი მერაბის წარმომავლობას შეეხო და ქართველს ამ შემთხვევაშიც დასცინა.

"ნამდვილად ღირსეული მეტოქე ხარ, ოღონდ რომელ ქვეყანას წარმოადგენ? მკერდზე საქართველოს ტატუ გაქვს, თუმცა აცხადებ რომ მექსიკელი და ამერიკელი ხარ.

საერთოდ ვინ ხარ და საიდან? ამბობ, რომ საქართველოდან (Georgia), მაგრამ ჯორჯია შტატია ძმაო, არც კი ვიცი, ასეთი ქვეყანა თუ არსებობს. რას წარმოადგენ მერაბ? არაფერი მაქვს საქთქმელი
" - განაცხადა შონმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი