პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლს დასჯერდა » სპორტის ხაზი

პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლს დასჯერდა

პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლს დასჯერდა
20-04-2023, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა საქართველოს ნაკრებმა 6 მედლით დაასრულა, რაც გუნდურ ჩათვლაში აზერბაიჯანის შემდგომ საუკეთესო მაჩვენებელია. ჩვენი ბიჭების ანგარიშზე ოთხ ბრინჯაოსთან ერთად, ერთი ოქროცა და ერთი ვერცხლიცაა.

აღნიშნული ტურნირი ხორვატიის დედაქალაქში, ზაგრებში იმართებოდა. ბოლო საბრძოლო დღეს საქმეში გენო პეტრიაშვილიც ჩაერთო. მან ფინალურ ეტაპამდე გააღწია. 29 წლის მოჭიდავემ შეხვედრა თურქ ტაჰა აკგულთან 4:9 დათმო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

21-23 აპრილს საქმეში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი