დი მარციო: “კვარა მომავალ სეზონში ნეაპოლში დარჩება” » სპორტის ხაზი

დი მარციო: “კვარა მომავალ სეზონში ნეაპოლში დარჩება”

დი მარციო: “კვარა მომავალ სეზონში ნეაპოლში დარჩება”
18-04-2023, 13:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტი და საფეხბურთო ექსპერტი, ჯანლუკა დი მარციო ამტკიცებს, ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლის” რიგებში მომავალი სეზონის მანძილზეც ითამაშებს და კლუბს არ დატოვებს.

“კვარაცხელიას ტრანსფერი ამ ზაფხულის თემა არ იქნება. შესაბამისად, ქართველი მომდევნო სეზონში ისევ ნაპოლის ფეხბურთელი იქნება. ამაში ეჭვი არ მეპარება. მისი ჩამოსვლიდან 8 თვის შემდეგ ბუნებრივია, რომ ასეც მოხდეს” - განაცხადა იტალიელმა.

კვარაცხელია “ნაპოლიში” მიმდინარე სეზონის დაწყებამდე ჩავიდა. მან ყველა ტურნირის ეგიდით 34 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 14-14 გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი