რას უყვიროდა გაბრაზებული სპალეტი ხვიჩა კვარაცხელიას "ტორინოსთან" მატჩის დროს? » სპორტის ხაზი

რას უყვიროდა გაბრაზებული სპალეტი ხვიჩა კვარაცხელიას "ტორინოსთან" მატჩის დროს?

რას უყვიროდა გაბრაზებული სპალეტი ხვიჩა კვარაცხელიას "ტორინოსთან" მატჩის დროს?
2-10-2022, 18:15
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, იტალიის ჩემპიონატში ნეაპოლელები ივან იურიჩის "ტორინოს" დაუხვდნენ, სადაც მასპინძლებმა 3:1 იმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ "ნაპოლის" მესამე გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ 40-50 მეტრიანი დრიბლინგის შემდეგ გაიტანა.

მიუხედავად ამისა, მატჩის მსვლელობისას, მაინც შეინიშნებოდა ლუჩანო სპალეტის უკმაყოფილება, რაც ხვიჩა კვარაცხელიას დაცვაში თამაშს უკავშირდებოდა:

"ხომ არ გინდა შეგცვალო"? - სწორედ ამას უყვიროდა ქართველ ფეხბურთელს იტალიელი სპეციალისტი, ცოტა ხნის შემდეგ კი კვარაცხელიამ ბურთი მიიღო და კუთვნილი გოლიც გაიტანა. როგორც ჩანს, სპალეტი კვარაცხელიას შეტევაში შექების მიუხედავად, ქართველის დაცვაში თამაშით მაინც უკმაყოფილია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი