"ილია თოფურიას ვცემ, შემდეგ კი ტიტულისთვის ვიბრძოლებ" - მოვსარ ევლოევი » სპორტის ხაზი

"ილია თოფურიას ვცემ, შემდეგ კი ტიტულისთვის ვიბრძოლებ" - მოვსარ ევლოევი

"ილია თოფურიას ვცემ, შემდეგ კი ტიტულისთვის ვიბრძოლებ" - მოვსარ ევლოევი
21-03-2023, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის ინგუშმა მებრძოლმა, მოვსარ ევლოევმა ილია თოფურიას მიმართ თამამი და გამომწვევი კომენტარი გააკეთა:

"ახლა ჩემს მთავარ მტრად ილია თოფურიას მივიჩნევ. მას 5 ბრძოლა აქვს გამართული და ყველა მოგებით დაასრულა, ამით ერთმანეთს ვგავართ. ჰოდა, მას ვცემ, შემდეგ კი ტიტულისთვის ვიბრძოლებ."

"სხვათაშორის, UFC-ის რამდენჯერმე მივმართე და ვთხოვე, რომ ჩემი და ილიას ბრძოლა ჩაენიშნა, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. ახლა განუწყვეტლივ ვვარჯიშობ და მომდევნო მეტოქეს ველოდები, თუ ის თოფურია იქნება, ეს ძალიან გამახარებს."


ცნობისთვის, ილიასა და ევლოევს ჩხუბი გასული წლის პირველ თვეებში უნდა გაემართათ, თუმცა ინგუშს კოვიდი დაუტასტურდა და ბრძოლა გაუქმდა, რასაც უმალვე მოჰყვა მოვსარის ოპერაცია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი