"ხვიჩა კვარაცხელიას სამხრეთ ამერიკული ხარისხი აქვს" | ანტონიო კარეკა » სპორტის ხაზი

"ხვიჩა კვარაცხელიას სამხრეთ ამერიკული ხარისხი აქვს" | ანტონიო კარეკა

"ხვიჩა კვარაცხელიას სამხრეთ ამერიკული ხარისხი აქვს" | ანტონიო კარეკა
2-02-2023, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და ნაპოლის ყოფილმა თავდამსხმელმა, ანტონიო კარეკამ ლუჩანო სპალეტის გუნდის უპირობო ლიდერებზე ისაუბრა და კვარაცხელია/ოსიმენის დუეტი ყველასგან გამოარჩია:

"ყველაზე მეტად რომელმა ფეხბურთელმა გამაოცა? - მაგალითისთვის, ხვიჩა კვარაცხელიას სამხრეთ ამერიკული ხარისხი და ნიჭი აქვს, ეს ბიჭი ძალიან კარგად გამოიყურება, თუმცა ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი ვიქტორ ოსიმენია, რომელიც ფენომენალური არ არის, თუმცა ზუსტად იცის თუ როგორ უნდა გაიტანოს გოლები. ნიგერიელი თავდამსხმელი არასდროს იღლება და ყველგან გადაადგილდება, ის ყველაზე მეტად მომწონს." - თქვა კარეკამ.

ცნობისთვის, ანტონიო კარეკა ნეაპოლურ კლუბში 1987-1993 წლებში თამაშობდა, რა დროშიც მან 164 მატჩი გამართა და თავი 73 გატანილი გოლით დაგვამახსოვრა.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი თავის მომდევნო შეხვედრას 5 თებერვალს სერია A-ს ეგიდით გამართავს, მეტოქე კი სპეცია იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი