დაკარგავს თუ არა მამარდაშვილი ძირითადში ადგილს - რას წერენ ესპანურ მედიაში » SPORTLINE.GE - სპორტის ხაზი

დაკარგავს თუ არა მამარდაშვილი ძირითადში ადგილს - რას წერენ ესპანურ მედიაში

დაკარგავს თუ არა მამარდაშვილი ძირითადში ადგილს - რას წერენ ესპანურ მედიაში
10-09-2021, 23:19
Aa Aa
გაზიარება:

8 სეტემბერს "ჯვაროსნები"  ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და 4-1 განადგურდნენ, მამარდაშვილმა 4 ბურთი გაუშვა, ქართვეი მეკარის ფანებს კი ახალი თავსატეხ გაუჩნდათ, რადგან შესაძლოა სანაკრებო კრახის გამო მან "ღამურების" ძირითადში ადგილი დაკარგოს, მაგრამ ესპანურ პრესაში სხვაგვარად ფიქრობენ.

სასიამოვნო ინფორმაციას იტყობინება გამოცემა  Sportskeeda, რომელიც გვამცნობს, რომ გიორგი "ვალენსია" - "ოსასუნას" მატჩს კვლავ სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყებს. ასევე მამარდაშვილზე წერს efe, ამ გამოცემის სტატია იუწყება, რომ ქართველ კიპერს თანაგუნდელებმა კორიდორი მოუწყვეს, რითაც მას სანაკრებო დებიუტი მიულოცეს. ასეთივე საჩუქარი ერგო "ღამურების" ესპანელ ნახევარმცველს, კარლოს სოლერსაც, რომელმაც საქართველო - ესპანთის დაპირისპირებაში თანაგუნდელ "მამარდას" გაუტანა.

გიორგის ტრანსფერი დეტალებს შეეხო Plazadeportiva, რომელიც წერს, რომ "ვალენსიას" პრეზიდენტმა, ანილ მურტიმ და საფეხბურთო დირექტორმა, ანხელ კორონამ, საბოლოოდ გადაწყვიტეს, გიორგი თბილისის "დინამოდან" გამოისყიდონ. უფრო დეტალურად კი "ღამურები" "დინამოს" თანხის ნაწილს პირველ იანვრამდე გადაუხდიან, მეორე ნაწილს კი - პირველ ივნისამდე. საბოლოო ჯამში, საქართველოში ყველაზე ტიტულოვანი კლუბი 850 ათას ევროს მიიღებს.ხოლო აასეთი დროული გადახდებით  "მესტალიას" ბინადრები 150 ათას ევროს ზოგავენ.

სრულად გამოსყიდვის შემდეგ მამარდაშვილი "ვალენსიასთან" კონტრაქტს  2025 წლამდე გააფორმებს. შეგახსენებთ, მამარდაშვილმა ბულგარეთის წინააღმდეგ საჯარიმო დარყმიდან, პენალტიდან, თამაშიდან და ასევე ერთიც კკურიოზული გოლი გაუშვა, ძალიან ძნელია, რომ 20 წლის მეკარე რომელიმე გაშვებულ გოლში დავადანაშაულოთ. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველმა მეკარემ ლა ლიგაში სამივე თამაში ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და მხოლოდ ერთადერთი ბურთი გაუშვა, საქართველოს ნაკრებში კი მას მხოლოდ ერთ ტაიმში ჰქონდა გაშვებული 3 გოლი.

კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი