მამუკელაშვილი: "ვთვლი, რომ დაუფასებელი ვარ დრაფტზე და 30 საუკეთესოში უნდა ვიყო" » SPORTLINE.GE - სპორტის ხაზი

მამუკელაშვილი: "ვთვლი, რომ დაუფასებელი ვარ დრაფტზე და 30 საუკეთესოში უნდა ვიყო"

მამუკელაშვილი: "ვთვლი, რომ დაუფასებელი ვარ დრაფტზე და 30 საუკეთესოში უნდა ვიყო"
26-07-2021, 23:52
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ ბოლო პერიოდში სანდრო მამუკელაშვილზე უამრავი ახალი ამბავი იწერება, თუმცა ახლა თავად სანდროს ინტერვიუს გთავაზობთ.

მამუს ვრცელი ინტერვიუ New York Post-თან ჰქონდა, რომლის მცირე ამონარიდს ახლა შემოგთავაზებთ.

"ამბიციური არ ვარ და ასეთად ნუ ჩამთვლით, თუმცა ვთვლი, რომ ამ დრაფტზე ძალიან დაუფასებელი ვარ. მიმაჩნია, რომ დრაფტის პირველ რაუნდში ანუ 30 კალათბურთელს შორის უნდა ვიყო. როგორც არ უნდა იყოს, ამ ამბავს მოუთმენლად ველი. ჩემს ოჯახთან ერთად ვიქნები და წარმომიდგენია, რა ემოციები იქნება. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, ყველას დავუმტკიცო, რომ საუკეთესოთა შორის ყოფნა შემიძლია."

"ჩემი სახით ნებისმიერი გუნდი შრომისმოყვარე მოთამაშეს მიიღებს, გუნდური თამაშის უნარებით და პოზიტივით. მოსამატებელი მაქვს, თუმცა სწავლისა და ვარჯიშისთვის მზად ვარ და მსურს, ერთ დღეს ჩემპიონიც გავხდე.", - განაცხადა სანდრომ.

შეგახსენებთ, რომ მამუკელაშვილი ბოლო სეზონში NCAA-ს საუკეთესო კალათბურთელობის 30 კანდიდატს შორის იყო. თუ სანდროს 29 ივლისის დრაფტზე აირჩევენ, ის სეტონ ჰოლის ისტორიაში 29-ე კალათბურთელი იქნება, ვისაც ეს პატივი ერგება. მან უკვე პრე-სეზონზე NBA-ს რამდენიმე გუნდში ივარჯიშა.

კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი