იტალიის სერია A-ს ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩში თორნიკე შენგელიას ვირტუსმა ოლიმპია მილანოსთან უშანსოდ წააგო. მოგეხსენებათ, პირველი მატჩის გმირი შენგელია გახდა, რომელმაც 20 წუთში ჩაგდებული 18 ქულით და რა თქმა უნდა, ბოლო წამზე მითვლილი გამარჯვების ბურთით ბოლონიელებს გაამარჯვებინა. მეორე მატჩში მილანელებმა 85:66 მოიგეს და სერიაში ანგარიში გაათანაბრეს – 1:1.
ქართველი ფორვარდი არ იყო სასტარტო ხუთეულში, მან მოედანზე ჯამში მხოლოდ 20 წუთი გაატარა. შენგელიას ანგარიშზე 7 ქულა და 1 მოხსნაა. მილანომ ბრუკსის (20 ქულა), მიროტიჩისა (14) და შილდსის (14) კარგი თამაშით 19-ქულიანი სხვაობით იოლად მოიგო.
5 ივნისს სერიის მესამე მატჩი უკვე მილანში გაიმართება. მეორე ნახევარფინალურ წყვილში ბრეშა ტრაპანის 2:0-ს უგებს.