საქართველოს 3X3 ნაკრები ევროსაკვალიფიკაციოსთვის მოსამზადებლად ლიეტუვურ ტურნირზე ასპარეზობს » სპორტის ხაზი

საქართველოს 3X3 ნაკრები ევროსაკვალიფიკაციოსთვის მოსამზადებლად ლიეტუვურ ტურნირზე ასპარეზობს

საქართველოს 3X3 ნაკრები ევროსაკვალიფიკაციოსთვის მოსამზადებლად ლიეტუვურ ტურნირზე ასპარეზობს
1-06-2025, 21:42
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს 3×3 კალათბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის ემზადება. სანამ სლოვაკეთში დაგეგმილ საკვალიფიკაციო ეტაპზე გაემგზავრებოდეს, ჩვენი ნაკრები ლიეტუვაში, ფიბა-ს ეგიდით ორგანიზებულ საერთაშორისო ტურნირზე გაივლის მომზადებას.

ლიეტუვის ქალაქ პანევეჟისში ჩვენი ნაკრები, რომელიც ტურნირზე “თბილისის” სახელით ასპარეზობს, შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა: ნიკა ჩეჩელაშვილი, ლუკა ზაქრაძე, ანზორ ნადირაძე და ლევან გოგიჩაიშვილი.ტურნირში ძირითადად ბალტიისპირეთის გუნდებმა მოიყარა, თუმცა არიან წარმომადგენლები დიდი ბრიტანეთიდან და პოლონეთიდან.

ჩვენმა გუნდმა 30 მაისს ჯგუფური ეტაპის 2 მატჩი ჩაატარა. პირველი მატჩი ჩვენმა გუნდმა კაუნასის გუნდს 20:15 მოუგო, ხოლო მომდევნო მატჩში კიდევ ერთ ლიეტუვურ გუნდ აკადემიასთან დიდი ბრძოლა გადაიტანა. სამწუხაროდ, ქართველებმა ბოლო წუთზე 12:14 წააგეს, თუმცა პლეი ოფში მაინც გავიდნენ და დღეს, 31 მაისს მერვედფინალში ითამაშებენ. ჩვენი გუნდის მეტოქე პოლონური გუნდი იქნება.

gbf.ge


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი