საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი, კამარ ბოლდუინი ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა. შეგახსენებთ, რომ ბოლდუინი ესპანური კლუბის, ბასკონიას ღირსებას იცავს და ის ტრავმის გამო იძულებით უქმობდა. ესპანეთის ჩემპიონატის 32-ე ტურში ბოლდუინი მოედანს დაუბრუნდა. ბასკონიამ ბარსელონას უმასპინძლა და 110:98 დაამარცხა, ამ მატჩში კამარმა 15 წუთს ითამაშა
საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა 4 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. მან 4-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
ბასკონია 17 მოგებით და 15 წაგებით მერვე ადგილზეა, პლეი ოფში გასასვლელად იბრძვის და მომდევნო ტურში 24 მაისს, ბილბაოს უმასპინძლებს.
gbf