"რაშმა" "თსუ-ს" ჩამორჩენა შეუმცირა, გურჯაანის "დელტა" "ვსა-სთან" 2:1 დაწინაურდა » სპორტის ხაზი

"რაშმა" "თსუ-ს" ჩამორჩენა შეუმცირა, გურჯაანის "დელტა" "ვსა-სთან" 2:1 დაწინაურდა

"რაშმა" "თსუ-ს" ჩამორჩენა შეუმცირა, გურჯაანის "დელტა" "ვსა-სთან" 2:1 დაწინაურდა
გუშინ, 23:28
Aa Aa
გაზიარება:

სუპერლიგის მიმდინარე სეზონი რომ დაძაბული და საინტერესოა, მეოთხედფინალურმა სერიებმაც დაადასტურეს. პლეი ოფის პირველი რაუნდის არც ერთ წყვილში მშრალი ანგარიში არ დაფიქსირდება. ერთადერთი წყვილი თსუ-რაშის დაპირისპირება გახლდათ, რომელშიც შესაძლებელი იყო, საბოლოო ანგარიში 3:0 ყოფილიყო, თუმცა სერიაში 0:2 ჩამორჩენილმა რაშმა დღეს გამარჯვება მოიპოვა. ყველა დანარჩენ წყვილში აქამდე ორივე გუნდს ჰქონდა მოპოვებული გამარჯვება.

თსუ სერიის ადრიანად დასრულებას ეშურებოდა, რათა მომდევნო, ნახევარფინალური სერიისთვის მოსამზადებლად (ასევე დასასვენებლად) სხვებზე მეტი დრო დარჩენოდა. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა სერიის საწყისი 2 მატჩი დამაჯერებლად მოიგო და ცხადია, ჰქონდა სამართლიანო საფუძველი იმისა, რომ სერიის მშრალად მოგებაზე ეფიქრა. არ გამოვიდა: მამუკა ტურაშვილის გაწვრთნილმა რაშმა საკმაოდ კარგად, გამართულად ითამაშა, განსაკუთრებით მეორე ნახევარში.

მატჩის პირველი ნახევარი ფრედ დასრულდა. მესამე პერიოდში რაშის კალათბურთელებმა გარდატეხა მოახდინეს, რაშიც თსუ-მ ხელი ვერ შეუშალა. შეუჩერებელი იყო გარეტ ჰიკსი, რაშის უკანახაზელი, რომელმაც საოცარი სტატისტიკა დააფიქსირა. მან 10-დან 6 სამქულიანი, 12-დან 7 ორიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. საბოლოო ჯამში მის ანგარიშზე 36 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა.

ჰიკსის ლიდერობით რაშმა მესამე პერიოდი 26:17 მოიგო და ტემპი არც ბოლო ათწუთეულში დააგდო. რაში გამარჯვებამდე დამაჯერებლად მივიდა – საბოლოოდ 78:66 იმარჯვა და სერიაში ანგარიში 1:2 გახდა. სერიის მომდევნო მატჩი 1 მაისს გაიმართება.

ძალიან თანაბარი გამოდგა ვსა-სა და გურჯაანის მეოთხედფინალური წყვილი. თბილისში, ვსა-ს დარბაზში გუნდებმა მოგებები გაიყვეს და 1:1 ანგარიშზე სერიამ გურჯაანში გადაინაცვლა. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა დელტამ გუნდურად და შეუპოვრად ითამაშა. მასპინძლებს პირველ ნახევარში გამოაკლდათ ერთ-ერთი ლეგიონერი, დანია კინგსბი, რომელმაც ტრავმა მიიღო და თამაში ვეღარ გააგრძელა. მეორე ლეგიონერს – სკაილარ პოტერს მეორე ნახევრამდე ქულა არ ჰქონდა, თუმცა სწორედ ის გახდა საკვანძო მოთამაშე, რომელმაც გამარჯვებაში დიდი როლი შეასრულა.

ბოლო პერიოდამდე თამაში თანაბრად მიმდინარეობდა. ხან ერთი გუნდი გალიდერდებოდა, ხან მეორე. დასკვნით პერიოდში გურჯაანელებმა დიდებულად ითამაშეს – პოტერთან ერთად შედეგიანად ითამაშეს საბა ლობჯანიძემ, გეგი ბაქრაძემ და მისმა თანაგუნდელებმა. საბოლოოდ შეხვედრა დელტას გამარჯვებით – 85:66 დასრულდა და გურჯაანელები სერიაში 2:1 დაწინაურდნენ.

სერიის მომდევნო მატჩი 1 მაისს, გურჯაანში გაიმართება.

gbf.ge


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი