VIDEO: ქუთაისი საქართველოს თასის მფლობელია | იმერულმა კლუბმა ფინალში თსუ დაამარცხა » სპორტის ხაზი

VIDEO: ქუთაისი საქართველოს თასის მფლობელია | იმერულმა კლუბმა ფინალში თსუ დაამარცხა

VIDEO: ქუთაისი საქართველოს თასის მფლობელია | იმერულმა კლუბმა ფინალში თსუ დაამარცხა
17-04-2025, 10:50
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს თასის გამარჯვებული საკალათბურთო კლუბი “ქუთაისი 2010” გახდა, რომელმაც თბილისი არენაზე გამართულ ფინალურ მატჩში 83:76 (სტატისტიკა) დაამარცხა ტიტულის მოქმედი მფლობელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. თსუ-მ თასი შარშან, აპრილში ასწია, როცა ფინალურ მატჩში ნახევარფინალიდან ქუთაისელთა გამგდები გორის “ივერიონი” დაამარცხა. უნივერსიტეტელები ტიტულის შენარჩუნებას დიდად ეშურებოდნენ და ფინალურ მატჩში ქუთაისელებს დიდი ბრძოლაც გაუმართეს.

თსუ-ს აკლდა ერთ-ერთი მთავარი ლიდერი, ეროვნული ნაკრების წევრი, ალექსანდრე ფევაძე, რომელმაც 12 აპრილს, გურჯაანთან მატჩში ტრავმა მიიღო. ქუთაისი სრული შემადგენლობით იყო და ამის გათვალისწინებით ფავორიტის სტატუსი ოდნავ იმერული კლუბისკენ იხრებოდა. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა და საბრძოლოდ შემართულმა თსუ-ელებმა სამაგალითოდ იბრძოლეს, თითქმის მთელი 3 პერიოდი ქუთაისელებს ამარცხებდნენ და ძალები ბოლო პერიოდში არ ეყოთ.

GBF.GE


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი