17-ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ "რაშმა" "კსუ" დაამარცხა | ქართული სუპერლიგა » სპორტის ხაზი

17-ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ "რაშმა" "კსუ" დაამარცხა | ქართული სუპერლიგა

17-ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ "რაშმა" "კსუ" დაამარცხა | ქართული სუპერლიგა
დღეს, 02:50
Aa Aa
გაზიარება:

სუპერლიგის მე-15 ტური დასრულდა. ბოლო შეხვედრა დიღმის არენაზე გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ცხრილში მეზობლები, ცხრილის ქვედა ნახევარში მყოფი გუნდები – "რაში" და "კსუ" (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი) შეხვდნენ. ორივე გუნდს 6-6 მოგება ჰქონდა, რაც აღნიშნულ შეხვედრის განსაკუთრებით მნიშვნელობას ანიჭებდა. ამ გუნდებს ჯერ სუპერლიგაში დარჩენის გარანტია არ აქვთ და ცხადია, თითოეულ მოგებას დიდი წვალებით აგროვებენ. ამიტომაც ერთმანეთში შეხვედრა კარგი შანსი იყო, ტოლძალოვან ბრძოლაში მორიგი გამარჯვების მოსაპოვებლად.

მეორე პერიოდის შუაში, გიორგი ტურძილაძის ზუსტი ორქულიანის შემდეგ "კსუ" 47:30 დაწინაურდა. აქ შესაძლოა, ბევრი გუნდი გატეხილიყო, მაგრამ არა “რაში”. მამუკა ტურაშვილის გაწვრთნილმა კალათბურთელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მებრძოლი, შეუპოვარი და ერთ მუშტად შეკრული გუნდის წევრები არიან. რაშმა დიდ შესვენებამდე ჩამორჩენა 8 ქულამდე შეამცირა და მეტოქეს მესამე ათწუთეულში პირწმინდად აჯობა.

ათწუთეული რაშმა 31:18 მოიგო და გადამწყვეტი პერიოდის წინ 5 ქულით გალიდერდა. კავკასიელებს შანსი ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს. ტურაშვილის გაწვრთნილი გუნდი უშეცდომოდ თამაშობდა შეტევაში, რითაც დაცვის ხარვეზებს მოპოვებული ქულებით აბათილებდა. რაში თამაშობდა ერთ-ერთი ლიდერის, ჯარედ ჰენდერსონისა და ტრავმირებული ცენტრის – ლაშა მიქელაძის გარეშე, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, გამარჯვებამდე დამაჯერებლად მისულიყო.

გარეტ ჰიკსის, მაჯურ მაჯაკის და ნოდარ გოგოძის მექულეობით "რაშმა" ლიდერობა ბოლომდე კომფორტულად შეინარჩუნა და სუპერლიგაში მე-7 მოგება გაიფორმა. 7-7 მოგება-წაგებით რაში ბათუმთან ერთად VII-VIII ადგილებს იყოფს და გასავარდნ ზონას საკმარისად უსწრებს.

სუპერლიგის მომდევნო – მე-16 ტური 15 და 16 მარტს გურჯაანში, ქუთაისში, თბილისსა და გორში გაიმართება.

gbf


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი