შენგელიას ორმაგი დუბლი და MVP-ის ტიტული ვენეციასთან მოგებულ მატჩში » სპორტის ხაზი

შენგელიას ორმაგი დუბლი და MVP-ის ტიტული ვენეციასთან მოგებულ მატჩში

შენგელიას ორმაგი დუბლი და MVP-ის ტიტული ვენეციასთან მოგებულ მატჩში
დღეს, 01:43
Aa Aa
გაზიარება:

თორნიკე შენგელია წარმატებულ თამაშს იტალიის ჩემპიონატშიც აგრძელებს. შეგახსენებთ, ვირტუს ბოლონიას ქართველმა ცენტრმა ევროლიგის წინა ტურში “ფენერბაჰჩესთან” 35 ქულა ჩააგდო. დღეს იტალიის სერია A-ს მორიგ ტურში ბოლონიელებმა ვენეციას უმასპინძლეს და 85:74 დაამარცხეს, ქართველი ფორვარდი კი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

შენგელიამ სასტაერტო ხუთეულში ითამაშა, მოედანზე 30 წუთი გაატარა და ორმაგი დუბლი შეასრულა. ქართველმა ფორვარდმა 9-დან 7 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. საქართველოს ნაკრების კაპიტნის ანგარიშზე მთლიანობაში 16 ქულა, 10 მოხსნა, 5 პასი და 3 ჩაჭრა დაგროვდა. შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტმა 30 შეადგინა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი გახლდათ.

ვენეციელთა შემადგენლობაში იყო გიგა ჯანელიძე, რომელიც მოედანზე არ გამოსულა. 13 მოგებითა და 5 მარცხით ვირტუსი მე-3 ადგილზეა. შემდეგ ტურში, 9 თებერვალს, ვირტუსი სტუმრად “ტორტონას” დაუპირისპირდება.

gbf.ge


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი