“ა” ლიგის მე-3 ტური რუსთავის საშინაო გამარჯვებით დაიწყო » სპორტის ხაზი

“ა” ლიგის მე-3 ტური რუსთავის საშინაო გამარჯვებით დაიწყო

“ა” ლიგის მე-3 ტური რუსთავის საშინაო გამარჯვებით დაიწყო
დღეს, 00:46
Aa Aa
გაზიარება:

“ა” ლიგის გათამაშება გრძელდება. დღეს, რუსთავში მე-3 ტური დაიწყო, ხოლო 31 იანვარს დანარჩენი 2 მატჩი თბილისსა და კასპში გაიმართება. რუსთავის სპორტის სასახლეში “ა” ლიგის 2 დებიუტანტი შეხვდა – “რუსთავმა”, რომელიც ამ სეზონამდე სუპერლიგაში თამაშობდა და წარუმატებელი ასპარეზობის გამო დაქვეითდა, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გაერთიანებულ გუნდს უმასპინძლა, რომელმაც “ა” ლიგის საგზური სტუდენტური ლიგის მოგებით მოიპოვა.

“ა” ლიგის ერთ-ერთმა ლიდერმა “რუსთავმა” მორიგი გამარჯვება მოიპოვა და მინიმუმ ხვალამდე გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი იქნება. ხვალ “ა” ლიგის კიდევ ერთი დაუმარცხებელი გუნდი “გრიფინი” კასპში თელავის “ბურჯს” უმასპინძლებს და თუ იმარჯვებს, ცხრილის სათავეში “რუსთავს” შეუერთდება.

რაც შეეხება რუსთავში გამართულ შეხვედრას, ის მასპინძელთა 16-ქულიანი გამარჯვებით დასრულდა. სხვაობა კი დიდია, მაგრამ ესე იოლადაც არ მოუგიათ მასპინძლებს. ბოლო პერიოდის წინ მასპინძლები მხოლოდ 1 ქულით იგებდნენ და მეტოქე დასკვნით ათწუთეულში გატეხეს, რაც უმთავრესად სამქულიანი სროლებით მოხდა.

საბოლოოდ რუსთაველებმა 91:75 (სტატისტიკა) გაიმარჯვეს და “ა” ლიგას 3-დან 3 მოგებით ლიდერობენ. გამარჯვებულთაგან 29 ქულით საუკეთესო იყო კევონ ვოისლი. 20 ქულა და 7 მოხსნა ქემდინ კარფმანმა მიითვალა, 16 ქულა და 7 მოხსნა გუგა პატაშურის ანგარიშზეა. 8 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა ლუკა გიორგაძემ. თავისუფალი-აგრარულის რიგებში 22 ქულით ჯორდან სმიტი გამოირჩა, კოდი ბეარმა კი შეხვედრა 18 ქულითა და 7 მოხსნით დაასრულა.

ხვალ დიღმის არენაზე “ვერა” “სოხუმი-საქართველოს” უმასპინძლებს, საღამოს კი კასპში “გრიფინთან” სათამაშოდ თელავის “ბურჯი” ჩავა.

gbf.ge


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი