საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა, რომელიც თურქეთში, წარმომადგენლობით საერთაშორისო ტურნირზე იმყოფება, მეორე მატჩი მასპინძლებთან გამართა. ნიკა ბურჯანაძის, გიორგო გოგალაძესა და ბექა ბექაიას გაწვრთნილმა გუნდმა პირველი მატჩი სერბეთთან, გუშინ გამართა და ბოლო პერიოდში, თანაბარ ბრძლაში 69:77 დამარცხდა. ქართველების მორიგი მეტოქე თურქეთის ნაკრები გახლდათ, რომელმაც პირველ დღეს ტურნირის მეოთხე მონაწილე რუმინეთს 101:63 მოუგო.
მასპინძლებს საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავთ, ეს საქართველოსთან მატჩშიც გამოჩნდა. პირველი პერიოდი თურქებმა 25:6 მოიგეს, რის შემდეგაც ქართველებმა ტაქტიკა შეცვალეს და თურქების დომინანტობა შეაჩერეს. მასპინძლებმა მეორე პერიოდი 7 ქულით მოიგეს და დიდი შესვენებისთვის 26-ქულიანი ლიდერობა დააფიქსირეს.
მეორე ნახევარი საქართველომ მოიგო და საბოლოოდ 52:75 (სტატისტიკა) დამარცხდა. ჩვენს ნაკრებში ნიკოლოზ ბოდაველმა დააფიქსირა, რომელმაც 13 ქულა და 3 პასი მოაგროვა. 10 ქულა დაგროვდა საბა პატაშურის ანგარიშზე. 5 ქულითა 4 მოხსნით დაასრულა შეხვედრა დავით ტრაპაიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონშია და ელიტაში ღირსეულად ასპარეზობისთვის მზადება უკვე დაიწყო. თურქეთის ტურნირი პირველი გამოცდაა ახალი ფორმაციის 16-წლამდელთა ნაკრებისთვის, რომელშიც თაობა შეიცვალა და უმეტესად ახალი კალათბურთელები თამაშობენ.
საქართველოს ნაკრები ტურნირზე ბოლო მატჩს 26 იანვარს, რუმინეთის ნაკრებთან გამართავს. რუმინეთმა დღეს სერბეთთან 18 ქულით – 64:82 დამარცხდა.
gbf.ge