საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის თვეში ევრობასკეტის საკვალიფიკაციოზე 2 შეხვედრა გამართა და ორივე მოიგო.
ალექსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი ორივეჯერ ფინეთს შეხვდა, ჯერ გასვლაზე, შემდეგ კი შინ. საქართველომ მეტოქეს სკანდინავიაში გაჭირვებით მოუგო, თბილისში კი საკმაოდ დიდი სხვაობით.
ეს გამარჯვებები ეროვნულ ნაკრებს დაუფასდა და ევროპული ნაკრებების სიძლიერის რეიტინგში საქართველო 6 ადგილით დაწინაურდა და ახლა მე-16 პოზიციაზეა.