საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში ფინეთი 81:64 დაამარცხა.
ეროვნული გუნდის ახალმა ლეგიონერმა, კამარ ბოლდუინმა, შეხვედრაში 22 ქულა, 9 მოხსნა, 6 ასისტი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
ევრობასკეტის ოფიციალური საიტის მიხედვით ბოლდუინი მეოთხე ტურის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა.
კამარის გარდა ხუთეულში ასევე მოხვდნენ დმიტრიევიჩი, პონიტკა, ოსმანი და ბალვინი.