თორნიკე შენგელიას "ვირტუს ბოლონიამ" ევროლიგის მიმდინარე გათამაშებაში ზედიზედ მე-4 ჯერ დამარცხდა, ამჯერად "მონაკოსთან" 85:101.
შეგახსენებთ, რომ ფრანგული გუნდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მანუჩარ მარკოიშვილია.
შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და თავის გუნდში საუკეთესო მაჩვენებელიც დააფიქსირა: 29 წუთში 17 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი.
ბოლონია ერთადერთ გუნდად რჩება, რომელსაც ევროლიგის ამ სეზონში თამაშიც კი არ მოუგია.