"გერმანიის მწვრთნელმა საქართველოს თავკაცზე მითხრა, რომ.." - ანატოლი ბოისა » სპორტის ხაზი

"გერმანიის მწვრთნელმა საქართველოს თავკაცზე მითხრა, რომ.." - ანატოლი ბოისა

"გერმანიის მწვრთნელმა საქართველოს თავკაცზე მითხრა, რომ.." - ანატოლი ბოისა
24-01-2024, 13:10
Aa Aa
გაზიარება:

ქართულ მედიაში ეროვნული ნაკრების ყოფილი კალათბურთელის, ანატოლი ბოისას კომენტარი ვრცელდება, რომელსაც ის საქართველოს ახალ დამრიგებელზე აკეთებს:

"როდესაც ახალი მწვრთნელის ჩამოყვანაზე მუშაობ, ბუნებრივია, რომ სხვადასხვა სპეციალისტს ეკითხები აზრს ამა თუ იმ მწვრთნელზე. რამდენიმესთან მქონდა საუბარი ალეკსანდრ ძიკიჩზე, ყველამ ერთნაირად დამიხასიათა – ძალიან მაღალი დონის სპეციალისტიაო."

"მსოფლიო ჩემპიონ გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, გორდონ ჰერბერტთან ხშირი მიმოწერა მაქვს. როდესაც საქართველოს ნაკრებში ძიკიჩის დანიშვნის გაიგო, მომწერა – ძალიან კარგი არჩევანი გააკეთეთ, გილოცავთო"
, - მოჰყვას მისი სიტყვები საზოგადოებრივ მაუწყებელს

ცნობისთვის, თებერვალში ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ჩაერთვება, ხოლო ივლისში ოლიმპიადის შესარჩევს ითამაშებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი