მორიგი წარმატება - ახალგაზრდა მოჭიდავეებმა სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე ცხრა მედალი მოიპოვეს » სპორტის ხაზი

მორიგი წარმატება - ახალგაზრდა მოჭიდავეებმა სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე ცხრა მედალი მოიპოვეს

მორიგი წარმატება - ახალგაზრდა მოჭიდავეებმა სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე ცხრა მედალი მოიპოვეს
2-11-2023, 21:08
Aa Aa
გაზიარება:

სომხეთის ქალაქ არტაშაკში, რაზმიკ გოლეციანის სახელობის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ახალგაზრდებს (20-წლამდელებს) შორის, ქართველმა მოჭიდავეებმა ცხრა მედალი მოიპოვეს – ორი ოქრო, ოთხი ვერცხლი და სამი ბრინჯაო.

ალექსი თოდუა (97 კგ) და გიგა შავაძე (125 კგ) ტურნირის ჩემპიონები გახდნენ.

ნიკა ზანგალაძემ (57 კგ), თორნიკე სამხარაძემ (86 კგ), ვაჩე აბრამიშვილმა (92 კგ) და გიორგი ხუციშვილმა (97 კგ) მეორე ადგილები დაიკავეს.

ლაშა გოგშელიძე (65 კგ), დავით ქობულაშვილი (70 კგ) და სანდრო აბრამიშვილი (125) კი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელები ზურაბ ქალდანი, ვანო ყვარელაშვილი და მამუკა ჩაჩუა არიან.

ტურნირში ქართველმა მსაჯმა ელენე ტაბლიაშვილმაც მიიღო მონაწილეობა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.