კვარაცხელიას ჩვენი დახმარება სჭირდება - როგორ მივცეთ ქართველ ფეხბურთელს ხმა? » სპორტის ხაზი

კვარაცხელიას ჩვენი დახმარება სჭირდება - როგორ მივცეთ ქართველ ფეხბურთელს ხმა?

კვარაცხელიას ჩვენი დახმარება სჭირდება - როგორ მივცეთ ქართველ ფეხბურთელს ხმა?
2-11-2023, 16:06
Aa Aa
გაზიარება:

სერია A-ს ოფიციალურმა გვერდმა ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზე ექვსი ნომინანტი დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ ამ სიაში ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა, რომელმაც ოქტომბრის თვეში იტალიის ჩემპიონატის სამ მატჩში 2 გოლის გატანა (ორივე ვერონას წინააღმდეგ) და 1 საგოლე გადაცემის მიწერა მოახერხა.

ნაპოლის ერთ-ერთ ლიდერთან ერთად ამ ჯილდოსთვის ლაუტარო მარტინესი, კრისტიან პულისიჩი, ორსოლინი, ბრემენი და სულე იბრძოლებენ.

იმისთვის, რომ კვარამ აღნიშნული ჯილდო კარიერაში მეოთხედ მოიგოს, შემტევს ქართველების დახმარება სჭირდება. გულშემატკივრები უნდა გადავიდნენ მოცემულ ლინკზე და ხმა უნდა მისცენ კვარაცხელიას! (მიეცით ხმა კვარაცხელიას!)

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის თვის საუკეთესო ფეხბურთელი აქამდე სამჯერ გახდა (მარტი, თებერვალი, აგვისტო)


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.