"გიორგი მამარდაშვილი თუ გიორგი ლორია?" - თემურ ქეცბაია საინტერესო კითხვას პასუხობს » სპორტის ხაზი

"გიორგი მამარდაშვილი თუ გიორგი ლორია?" - თემურ ქეცბაია საინტერესო კითხვას პასუხობს

"გიორგი მამარდაშვილი თუ გიორგი ლორია?" - თემურ ქეცბაია საინტერესო კითხვას პასუხობს
13-04-2023, 14:09
Aa Aa
გაზიარება:

GeoTeam- თან მიცემულ ინტერვიუში, ქართველ მწვრთნელს, თემურ ქეცბაიას ჰკითხეს, თუ რომელ მეკარეზე გააკეთებდა არჩევანს ის, რომ ვილი სანიოლის ადგილს იკავებდეს, გიორგი ლორია თუ გიორგი მამარდაშვილი?

"ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. მეც ვინატრებდი ისეთი მეკარეების ყოლას, როგორიც ლორია და მამარდაშვილი არიან.

ნუ გიორგი ლორია გამოცდილი მეკარე, ბრწყინვალე ფეხბურთელია. რომ ვხედავთ, რომ ვუყურებთ ნაკრების თამაშებს, ის ყოველთვის საუკეთესოა.

ასევე, რა თქმა უნდა გასახარი არის ისიც, რომ მოდის კიდევ ერთი ასეთი მეკარე - გიორგი მამარდაშვილი, რომელიც ვალენსიაში უკვე ძირითად შემადგენლობაში თამაშობს და ძალიან კარგი მომავალი აქვს, როგორც კლუბში, ისე ნაკრებში.

ვფიქრობ მწვრთნელისთვის ძალიან კარგი თავსატეხია ასეთი არჩევნის გაკეთება. არის მეკარე, რომელიც გამოცდილია, დიდი ხანია საქართველოს ღირსებას იცავს და საპირისპიროდ არის ახალგაზრდა მეკარე, რომელსაც ყველაფერი წინ აქვს. ეგეთი კარგი სიტუაცია ნეტავ ჩვენ გვქონდეს (კვიპროსის ეროვნულ ნაკრებში)." - განაცხადა თემურ ქეცბაიამ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი