ესპანური გამოცემა : "მამარდაშვილი ესპანეთში ყველაზე საიმედო მეკარეა" » სპორტის ხაზი

ესპანური გამოცემა : "მამარდაშვილი ესპანეთში ყველაზე საიმედო მეკარეა"

ესპანური გამოცემა : "მამარდაშვილი ესპანეთში ყველაზე საიმედო მეკარეა"
1-11-2023, 16:23
Aa Aa
გაზიარება:

ესპანურმა გამოცემამ, jornadaperfecta-მა გიორგი მამარდაშვილის შესახებ სტატია გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ ქართველი კარის დარაჯი ესპანეთში ყველაზე საიმედო მეკარეა.

"ქართველი მეკარე ვალენსიისთვის კვლავ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ბოლო თამაშების გათვალისწინებით, მისი ახალი კონტრაქტი შეიძლება გახდეს ფსონი მომავლის გუნდისთვის, რომელიც გულშემატკივრების ოცნებებში ყალიბდება.

ვალენსიის ახალგაზრდული გუნდისთვის ბევრი რამაა გასათვალისწინებელი. შემადგენლობაში აუცილებელია ძლიერი მეკარე, რომელიც კარის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ეს რთული ამოცანაა, რომელიც თავის დროზე მესტალიაზეგიორგი მამარდაშვილის მოყვანით გადაჭრეს.

ბარსელონას გერმანელმა მეკარემ, ტერ შტეგენმა (მისი სატრანსფერო ღირებულება თითქმის ორჯერ აღემატება ქართველისას) ბოლო ექვს თამაშში Diario AS-ისა და Sofascore-ისგან, საშუალოდ, 2.6 და 5 ქულა მიიღო. ასევე, უფრო ძვირად ღირებულია „რეალ სოსიედადის“ კარის დარაჯი ალექს რემირო, რომლის შეფასებებიც, საშუალოდ, 4.6 და 6.3-ია. სტატიის მთავარი გმირის ამჟამინდელი საშუალო ქულები კი ორივე სარეიტინგო სისტემაში 6-ზე მეტია.

იესპერ სილესენის განუწყვეტელი ტრავმების გამო გიორგი მამარდაშვილმა შემადგენლობაში შანსი მიიღო და შესანიშნავი თამაშით გუნდს საიმედოობა შესძინა. ახლა ქართველი ვალენსიის კარს შესანიშნავად იცავს
."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.