ესპანეთის ლა ლიგის მე-11 ტურში, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ სტუმრად „ბილბაოს“ დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ დასრულდა და ქართველმა მეკარემ შთამბეჭდავი დონე აჩვენა. ახალგაზრდა მეკარე შეხვედრის საუკეთესოდ დაასახელეს და იგი "ბილბაოს" მოთამაშემ, ინიაკი უილიამსმა შეაქო.
"მატჩიდან 5-წუთიანი გამოთიშვის გამო დავისაჯეთ, მაგრამ, გუნდმა კარგად იასპარეზა. გოლის გატანის შანსები მქონდა, თუმცა გიორგი მამარდაშვილი ძალიან კარგი იყო. მეკარეც ფეხბურთელია და ვიცით, რომ ის მაღალ დონეზე იმყოფება, მაგრამ მანამ არ დავნებდით, სანამ ქულა არ გადავარჩინეთ და ეს მატჩი აუცილებლად გვემახსოვრება სეზონის ბოლომდე"
ლა ლიგის გასულ ტურში "ბილბაოსა" და "ვალენსიას" დაპირისპირება 2:2 დასრულდა. 2 გაშვებული ბურთის მიუხედავად, ქართველმა მეკარემ 5 სეივი მიითვალა და რამდენიმე ეპიზოდში, საკუთარი გუნდი აშკარა გოლისგან გადაარჩინა, რაც დაუფასდა კიდეც.
ცნობისთვის, 11 ტურის შემდეგ, "ვალენსიას" სატურნირო ცხრილში 15 ქულა აქვს და მე-9 პოზიციაზე იმყოფება. "ღამურები" მომდევნო შეხვედრას 2 ნოემბერს, კოპა დელ რეიზე გამართავენ, ქართველი მეკარის გუნდის მეტოქე "ლოგრონესი" იქნება.