"მიქაუტაძე ათამაშეთ!" - "აიაქსის" ფანები პროტესტს ვეღარ მალავენ. » სპორტის ხაზი

"მიქაუტაძე ათამაშეთ!" - "აიაქსის" ფანები პროტესტს ვეღარ მალავენ.

"მიქაუტაძე ათამაშეთ!" - "აიაქსის" ფანები პროტესტს ვეღარ მალავენ.
30-10-2023, 16:56
Aa Aa
გაზიარება:

ნიდერლანდების ერედივიზიონში "აიაქსი" "პეესვეს" ესტუმრა და 5:2 დამარცხდა, პირველ ტაიმში ამსტერდამელები 1:2 იგებდნენ, თუმცა სხვაობის გაზრდა ვერ მოახერხეს და მოგვინაებით 4 უაპსუხო ბურთიც მიიღეს.

ამ მატჩის შემდეგ "აიაქსი" ცხრილის ბოლო ადგილზე აღმოჩნდა და ფანები სოციალურ ქსელში თავს ვეღარ იკავებენ.

გუშინდელ შეხვედრაში ისინი ძირითადად უამრავი მომენტის განიავებამ გააღიზიანათ და საფუძვლიანად ითხოვენ მიქაუტაძის მოედანზე შეყვანას.

"მიქაუტაძე სამ გოლს გაიტანდა". "ლეტალური ფინიშერი გვჭირდება, ისეთი როგორიც მიქაუტაძეა"

"დროა ბრობი ისევ სკამზე დაბრუნდეს, იქედან უფრო პროდუქტიული იყო"


ამ და სხვა კომენტარებით ვიგებთ, რომ არც ნიდერლანდებში მოსწონთ მიქაუტაძის სკამზე ჯდომა.

"იმედია ახალი მწვრთნელის ხელში მიქაუტაძეს მეტი სათამაში დრო ექნება"-ვკითხულობთ "აიაქსია" ფან გვერდებზე.

ცნობისთვის, "აიაქსმა" უკვე დანიშნა ახალი მთავარი მწვრთნელი და ის დღეიდან შეუდგება საქმიანობს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი