Gazzetta : "კვარას ოთხი კაცი გააჩერებს, ამ ფეხბურთელებს დაცვაში თამაში კარგად გამოსდით" » სპორტის ხაზი

Gazzetta : "კვარას ოთხი კაცი გააჩერებს, ამ ფეხბურთელებს დაცვაში თამაში კარგად გამოსდით"

Gazzetta : "კვარას ოთხი კაცი გააჩერებს, ამ ფეხბურთელებს დაცვაში თამაში კარგად გამოსდით"
29-10-2023, 13:41
Aa Aa
გაზიარება:

სერია A-ს მე-10 ტურის ცენტალურ მატჩამდე, სადაც ერთამენთს ნაპოლი და მილანი დაუპირისპირდებიან, ძალიან ცოტა დრო რჩება.

მოლოდინები ძალიან დიდია და რა თქმა უნდა მთელი ყურადღება ქართველ ფეხბურთელ, ხვიჩა კვარაცხელიაზეა, რომელმაც პარტენოპეის ოსიმენის არყოფნის დროს უნდა ულიდეროს.

სწორედ მთავარ საფრთხედ აღიქვამს როსონერის თავკაცი, სტეფანო პიოლიც ახალგაზრდა შემტევს, რომელსაც როგორც მედიაში იწერება იტალიელი სპეციალისტი "გალიას" უმზადებს.

La Gazzetta dello sport-ი წერს: "პიოლიმ კვარაცხელიას მხრიდან წამოსული საფრთხის შესახებ ძალიან კარგად იცის, ამიტომ მას გალიას უმზადებს. ქართველის გარშემო ოთხი ფეხბურთელი იმოძრავებს, რომლებიც შეეცდებიან ხვიჩას განეიტრალებას. პოზიციურად კვარაცხელიას მეტოქე კალაბრიაა, რომელსაც მუსა და კალულუ დაეხმარებიან. ნახევარდაცვის ზონაში კი ამ ტრიოს კრუნიჩი შეუერთდება."

მართლაც, ქართველი ფეხბურთელი ბრწყინვალე ფორმაშია, რაზეც მისი სტატისტიკაც მეტყველებს - 3 თამაში, 4 გოლი და 1 საგოლე პასი.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ტურის ცენტრალური მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.