"მიქაუტაძე გუნდთთან ერთად ვარჯიშობდა" - "აიაქსის" მწვრთნელი "პსვ" - სთან მატჩის წინ » სპორტის ხაზი

"მიქაუტაძე გუნდთთან ერთად ვარჯიშობდა" - "აიაქსის" მწვრთნელი "პსვ" - სთან მატჩის წინ

"მიქაუტაძე გუნდთთან ერთად ვარჯიშობდა" - "აიაქსის" მწვრთნელი "პსვ" - სთან მატჩის წინ
29-10-2023, 12:04
Aa Aa
გაზიარება:

ერედივიზიონის მე-10 ტურის ცენტრალურ მატჩში აიაქსი ცხრილის პსვ-ს დაუპირისპირდება და გასავარდნი ზონიდან თავის დაღწევას შეეცდება.

მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე კი ამსტერდამული კლუბის დროებითმა მთავარმა მწვრთნელმა, ჰედვიგ მადურომ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

პსვ-ს ფორმაზე : "ლოგიკურია, რომ ჩვენ რაღაც განსხვავებულს გავაკეთებთ, რადგან პსვ სხვა გუნდია. ისინი თამაშობენ გარკვეულწილად "ჰოლანდიურ" ფეხბურთს. ეს არის შემტევი გუნდი, რომელსაც სურს ყველაფრის მოგება ლამაზი ფეხბურთით. კონტრშეტევა შეიძლება იყოს ლოგიკური გამოსავალი.

პსვ არის კარგი გუნდი, რომელიც ფორმაშია. ჩვენ კვლავ უნდა გვქონდეს კარგი გუნდური დისციპლინა და ვიყოთ დარწმუნებულები, რომ გავიმარჯვებთ. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ გუნდი კარგად მოგვემზადებინა. ჩვენ კარგად ვმუშაობთ ერთად და ამჟამად ვცდილობთ დავეხმაროთ აიაქსს
."


ტრამვირებულ ფეხბურთელებზე : "მე ველაპარაკე სტივენ ბერგვიინს და ექიმს, მას თამაში შეუძლია. დევინ რენსი კვლავ ტრავმირებულია. ჟორჟ მიქაუტაძე უკეთესად არის გუნდთან ერთადაც ივარჯიშა. ჯეი გორტერი და გერო რული კვლავ დაშავებულები არიან, მაგრამ ყველაფერი სწორი მიმართულებით მიდის."

მადუროს თქმით, კარლოს ფორბსი და ბორნა სოსას მდგომარეობაც ჯერ ბოლომდე დაზუსტებული არ არის : "მათ მცირე ტკივილები, ასე რომ, გასარკვევია, როგორ განვითარდება მოვლენები კვირამდე."

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი