საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "სპეციას" ცენტრალურმა მცველმა ივა გელაშვილმა სერია B-ს მეთერთმეტე ტურში "კოზენცასთან" მატჩი სრულად ჩაატარა.
გელაშვილის თამაშს როგორც მწვრთნელი ისე გულშემატკივრები დადებითად აფასებენ:
"ჩემმა მცველებმა მეტოქის მაღალი დონის შემტევებს გასაქანი არ მისცეს, მომეწონა მათი თამაში და ვფიქრობ, რომ ამ სეზონში ჩატარებული მატჩებიდან ეს ერთ-ერთი გამორჩეულია, საუკეთესოობის მხრივ. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ საჭიროა მეტი მონდომება, რადგან დღევანდელმა მატჩმა გვაჩვენა, რომ ეს ყოველივე გამარჯვების მოსაპოვებლად საკმარისი არ არის." - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.
Sofascore ქართველი მცველს "კოზენცას" წინააღმდეგ 10-დან 7,2 ქულას ანიჭებს.