"ეს ბიჭი მე ძალიან მომწონს" - "ტორინოს" მწვრთნელი საზონოვზე საუბრობს » სპორტის ხაზი

"ეს ბიჭი მე ძალიან მომწონს" - "ტორინოს" მწვრთნელი საზონოვზე საუბრობს

"ეს ბიჭი მე ძალიან მომწონს" - "ტორინოს" მწვრთნელი საზონოვზე საუბრობს
28-10-2023, 11:01
Aa Aa
გაზიარება:

"ტორინოს" მთავარმა მწვრთნელმა, ივან იურიჩმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალურ მცველ საბა საზონოვზე ისაუბრა:

"ეს ბიჭი მე ძალიან მომწონს. საბა საზონოვს სწავლისა და განვითარების ძლიერი სურვილი აქვს. ის ოდნავ ჩამორჩება ჩვენს სათამაშო კონცეფციას. კონკრეტულად, იმ რამდენიმე მოთხოვნას, რომელიც მცველებთან მიმართებაში მაქვს. უნდა ითქვას, "ლაციოსთან" ის ძალიან კარგად შემოვიდა მოედანზე, "ინტერთან" კი უფრო დაღლილი იყო" - განაცხადა "ტოროს" თავკაცმა.

ახალგაზრდა მოთამაშემ იტალიურ სერია A-ში, ტურინული გუნდის მაისური უკვე სამჯერ მოირგო. მან ტრავმა რამდენიმე დღის წინ მოიშუშა და მოედანს "ინტერთან" 40 წუთის თამაშით დაუბრუნდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი