"ამის თქმა ზედმეტია" - ანჩელოტის სიტყვა "ბარსელონამდე" » სპორტის ხაზი

"ამის თქმა ზედმეტია" - ანჩელოტის სიტყვა "ბარსელონამდე"

"ამის თქმა ზედმეტია" - ანჩელოტის სიტყვა "ბარსელონამდე"
27-10-2023, 22:07
Aa Aa
გაზიარება:

"ბარსელონასთან" მატჩის წინ მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა:

"მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის, განსაკუთრებული. ეს სეზონის პირველი კლასიკოა. ამ მატჩის მნიშვნელობის ახსნის საჭიროება არ გვაქვს,მთელი მსოფლიოსთვისაა. მეტი კლასიკო იქნება - მეორე თამაში, სუპერთასი, თასი, ჩემპიონთა ლიგა. ერთმანეთთან დაპირისპირების ბევრი ვარიანტია. თამაშს კარგ ფორმაში ვხვდებით.

იმაზე მეტია, ვიდრე თამაში? სეზონი ხანგრძლივია, იმის თქმა, რომ ლა ლიგაში ბრძოლის ბედს გადაწყვეტს, ზედმეტია. ბელინგემს კუნთების პრობლემა აღარ აქვს და ხვალ ითამაშებს.

"ბარსელონა" როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში შესანიშნავი გუნდია, წელს პერსპექტიული ახალგაზრდებით შეივსო. ისეთივე "ბარსას" ნახვას ველით, როგორიც ყოველთვის იყო. შანსები თანაბარია. ვფიქრობ, გულშემატკივრებს თამაში მოეწონებათ".
- განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.