"ჩვენ ამ ფეხბურთელის დამატებას არ ვაპირებთ" - ფლორენტინო პერესი გუნდის მომავალ გეგმებზე საუბრობს » სპორტის ხაზი

"ჩვენ ამ ფეხბურთელის დამატებას არ ვაპირებთ" - ფლორენტინო პერესი გუნდის მომავალ გეგმებზე საუბრობს

"ჩვენ ამ ფეხბურთელის დამატებას არ ვაპირებთ" - ფლორენტინო პერესი გუნდის მომავალ გეგმებზე საუბრობს
19-10-2022, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა ესპანური გრანდის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და ორიოდე რამ ფრანგი ფეხბურთელის, კილიან მბაპეს ზაფხულის სატრანსფერო ფანრჯის დროს დამატება თქვა.

"კარგი ზაფხული იყო, ჭორებით სავსე, თუმცა ეს ახლა უაზრობაა. მბაპეს დამატებას ჩვენ არ ვაპირებთ, რადგან ჩვენი თავდამსხმელები იდეალურ კონდიციებში არიან და შესანიშნავად ვითარდებიან. ვინისიუსი და როდრიგო ორივე შესანიშნავი ფეხბურთელია.

მე მათ ორივეს ოქროს ბურთის პოტენციურ გამარჯვებულებად ვხედავ, უნდა ვნახოთ, როგორ განვითარდებიან ისინი. ჩვენ მხოლოდ იმ ფეხბურთელებზე ვართ ორიენტირებულნი, რომლებიც ახლა გუნდში არიან. კამავინგა, ვალვერდე, მილიტაო და ჩოუმენი ახალგაზრდები არიან და მათ წინ პერსპექტიული მომავალი აქვთ."
- განაცხადა პერესმა.

მედიაში იწერებოდა იმის შესახებ, რომ კილიან მბაპეს "პსჟ"- ს დატოვება და სამეფო კლუბში გადასვლა სურდა, თუმცა 22 წლის ფეხბურთელმა ამ ჭორებს თვითონ უპასუხა და განაცხადა: "მე კლუბის დატოვება არ მომითხოვია, ეს სიცრუეა"


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი