Republicca: "ლიდერის პასუხისმგებლობას ხვიჩა კვარაცხელია იღებს" » სპორტის ხაზი

Republicca: "ლიდერის პასუხისმგებლობას ხვიჩა კვარაცხელია იღებს"

Republicca: "ლიდერის პასუხისმგებლობას ხვიჩა კვარაცხელია იღებს"
26-10-2023, 22:38
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის სერია A-ს მე-10 ტურში "ნაპოლი" "მილანს" მარადონას სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება

მატჩის წინ, იტალიური Repubblica პროგნოზებს აქვეყნებს:

"კვირა საღამოს "ნაპოლის" სტადიონზე ყველა ბილეთი გაიყიდება, რადგან ნეაპოლში "მილანი" ჩადის. მიუხედავად იმისა, რომ საშინაო შეხვედრებში "ნაპოლი" ისე კარგად ვერ თამაშობს, როგორც სტუმრად და უკვე 3 მატჩი წააგო, რუდი გარსიას იმედი ის ორი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე "უნიონ ბერლინთან" გოლი შექმნა (ხვიჩა კვარაცხელია და ჯაკომო რასპადორი).

ამ მატჩში ლიდერის პასუხისმგებლობას ხვიჩა კვარაცხელია აიღებს, რადგან საუკეთესო ბომბარდირი და ანგისა ტრავმირებულები არიან. ქართველმა შემტევმა "ვერონასა" და ბერლინში გუნდი გასაოცარი თამაშით, მხრებით ტარებით გაიყვანა გუნდი ფონს, ახლა კი ჯერი "მილანზეა", რომელიც ნეაპოლში ჩადის.

რუდი გარსია მთელ ფსონს ხვიჩა კვარაცხელიასა და ჯაკომო რასპადორიზე ჩავა, რადგან გუნდი ჩემპიონატში მეხუთე ადგილზე დარჩენის საფრთხის ქვეშაა"
- წერენ იტალიელები.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი