იტალიური მედია: "საზონოვის ტრანსფერი ამიტომ შედგა" » სპორტის ხაზი

იტალიური მედია: "საზონოვის ტრანსფერი ამიტომ შედგა"

იტალიური მედია: "საზონოვის ტრანსფერი ამიტომ შედგა"
26-10-2023, 17:05
Aa Aa
გაზიარება:

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე საბა საზონოვი რუსეთის პრემიერლიგიდან "ტორინოში" გადავიდა და ნელ-ნელა სასტარტო შემადგენლობის წევრიც ხდება.

Tuttosport იტყობინება, რომ საზონოვის ტრანსფერი ნაწილობრივ მისმა ეროვნებამაც განაპირობა:

"იტალიაში რუსეთის ჩემპიონატი რელევანტური არაა. მაგალითისთვის, ჩვენთან საუდის არაბეთის ჩემპიონატს აჩვენებენ, თუმცა არა - რუსეთისას. ეს იმითაცაა განპირობებული, რომ რუსული ნაკრებები და კლუბები ფიფასგან და უეფასგან დისკვალიფიცირებულია.

იტალიური კლუბები უფრო ევროპის, აფრიკის და სამხრეთ ამერიკის ბაზრებს აკვირდებიან, თუმცა იყო გამონაკლისიც - ეს საბა საზონოვის ტრანსფერია "ტორინოში", რაც მისმა ეროვნებემაც განაპირობა. ის ქართველია, როგორც ხვიჩა კვარაცხელია. ამასთან ერთად, იტალიური კლუბები მას ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე აკვირდებოდნენ, სადაც ბრწყინვალედ იასპარეზა",
- წერს Tuttosport.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი