როგორ აფასებს უცხოური მედია კვარაცხელიას თამაშს » სპორტის ხაზი

როგორ აფასებს უცხოური მედია კვარაცხელიას თამაშს

როგორ აფასებს უცხოური მედია კვარაცხელიას თამაშს
25-10-2023, 11:51
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიამ ზედიზედ მეორე თამაშში შეასრულა საგოლე ქმედება - "ტორინოსთან" დუბლის შემდეგ ქართველმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "უნიონ ბერლინს" ასისტი გაუკეთა.

შეხვედრის შემდეგ უცხოურ მედიას ნეაპოლური გუნდის ქართველი ვარსკვლავის შეფასება არ დავიწყებია:

"როდესაც ხვიჩა კარგად თამაშობს, კარგად თამაშობს "ნაპოლიც". უნიონის თითქმის ყველა ფეხბურთელს ყვითელი ბარათი ჰქონდა, ხოლო ნეაპოლელების ყველა სახიფათო შეტევა კვარამ დაიწყო", - Mediaset.

"პირველ ტაიმში კვარას მუდმივად 3 კაცი მეურვეობდა, თუმცა მეორე ტაიმში მარცხენა ფლანგი მაინც გაარღვია და თავის სტილში ოქროს ასისტი გააკეთა", - Eurosport .

"რასპადორიზე ასისტი მთლიან თამაშად ღირდა, ჯაკომოს კი ისღა დარჩენოდა, რომ ბურთი კარში გადაეგზავნა. კვარა ლეტალურია", - Calcionapoli1926 .


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი