"როცა დე ლაურენტისი პირს აღებს..." - პიეტრო ლო მონაკო » სპორტის ხაზი

"როცა დე ლაურენტისი პირს აღებს..." - პიეტრო ლო მონაკო

"როცა დე ლაურენტისი პირს აღებს..." - პიეტრო ლო მონაკო
24-10-2023, 22:45
Aa Aa
გაზიარება:

"პალერმოსა" და "კატანიას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა პიეტრო ლო მონაკომ "ნაპოლიზე" ისაუბრა.

"ვერონას პრობლემები აქვს, ამიტომ ნაპოლის ეს გამარჯვება ბევრს არაფერს ნიშნავს. თუმცა, რაც ვერონაში გამართულმა მატჩმა დამამშვიდებელი გვითხრა, ისაა, რომ "ცხოველი" დაბრუნდა - კვარაცხელიას ვგულისხმობ. ის კიდევ ერთხელ გახდა გუნდის მამოძრავებელი ძალა და ეს ფაქტორი ნაპოლისთვის უაღრესად დადებითია.

როდესაც "კატანიაში" ვიყავი, ყველაფერზე მე ვიყავი პასუხისმგებელი. გუნდში მენეჯერი მნიშვნელოვანია, შარშან ნაპოლიში ჯუნტოლი იყო, რომელიც ძალიან კარგად მოქმედებდა გუნდსა და კლუბს შორის კავშირზე. ახლა მის გარეშე ადვილი არ არის, რადგან როცა დე ლაურენტისი პირს აღებს, არეულობას და ზიანს იწვევს. ვფიქრობ, არ არის სწორი გუნდიდან წასული პირების დამცირება, რაც დე ლაურენტისმა ჯუნტოლისთან მიმართებაში სცადა. არ იყო სწორი, როდესაც თქვა, რომ ჯუნტოლი 6 თვე ემუდარებოდა "იუვენტუსში" გაშვებას, ან იმის თქმა, რომ კვარაცხელია მისმა შვილმა აღმოაჩინა და არა ჯუნტოლიმ, ესეც სისულელეა"
- განაცხადა იტალიელმა.

"ნაპოლი" სერია A-ში 9 ტურის შემდეგ 17 ქულით სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილს იკავებს და პირველადგილოსან "ინტერს" კი 5 ქულით ჩამორჩება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი