"როცა ხვიჩა ფორმაშია, მისი ხილვა ერთი სიამოვნებაა" - იტალიური მედია კვარაზე » სპორტის ხაზი

"როცა ხვიჩა ფორმაშია, მისი ხილვა ერთი სიამოვნებაა" - იტალიური მედია კვარაზე

"როცა ხვიჩა ფორმაშია, მისი ხილვა ერთი სიამოვნებაა" - იტალიური მედია კვარაზე
22-10-2023, 15:36
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიამ "ვერონას" წინააღმდეგ შესრულებული დუბლით იტალიური მედია კვლავ აალაპარაკა.

ვიქტორ ოსიმენის გარეშე დარჩენილ "ნაპოლის" მხსნელად სწორედ ქართველი გარემარბი მოევლინა, ეს კი იტალიურ პრესაში უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ:

"პოლიტანოს გოლის შემდეგ სცენაზე კვარაცხელია ავიდა და დუბლი შეასრულა - კვარა ისევ ფორმაშია, რუდი გარსია კი კვლავ სუნთქავს, ახლა ჩემპიონთა ლიგის დროა", - Corriere.

"როცა ხვიჩა ფორმაშია, მისი ხილვა ერთი სიამოვნებაა - გააქვს გოლები, აკეთებს ასისტებს და ულამაზესად თამაშობს", - Calciomercato.

"თუ ხვიჩას სივრცეს მისცემ, ის მიუწვდომელი ხდება. კვარა გვაიძულებს, ის გუნდი შევიყვაროთ, რომელიც რამდენიმე კვირაა კრიტიკის ქარცეცხლში იყო", - Tuttomercatoweb.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.