Transfermarket : საქართველოს ღირებულებამ მოიმატა, კვარაცხელია კვლავ ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშეა » სპორტის ხაზი

Transfermarket : საქართველოს ღირებულებამ მოიმატა, კვარაცხელია კვლავ ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშეა

Transfermarket : საქართველოს ღირებულებამ მოიმატა, კვარაცხელია კვლავ ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშეა
20-10-2023, 19:43
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების საბაზრო ღირებულება 154 მილიონ ევრომდე გაიზარდა, რაც ჯვაროსნების ისტორიაში ყველაზე მაღალი შეფასებაა – განახლებული მონაცემები გერმანულმა ვებგვერდმა Transfermarket-მა გამოაქვეყნა.

მეოთხე წელია საქართველოს ნაკრების ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელიაა, რომლის ფასიც იტალიაში გადასვლის შემდეგ 10 მილიონი ევროდან 85 მილიონამდე გაიზარდა. მეორე ადგილზე „ვალენსიის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილია, რომელიც მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ მეკარეებს შორის მეთორმეტეა, მესამე ადგილზე კი აიაქსის ფორვარდი გიორგი მიქაუტაძეა.

საქართველო ეროვნული ნაკრების ხუთი ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელები:

1. ხვიჩა კვარაცხელია, ნაპოლი – 85 მილიონი ევრო;

2. გიორგი მამარდაშვილი, ვალენსია – 30 მილიონი ევრო;

3. გიორგი მიქაუტაძე, აიაქსი – 10 მილიონი ევრო;

4. ზურიკო დავითაშვილი, ბორდო – 3 მილიონი ევრო;

5. საბა საზონოვი, ტორინო – 3 მილიონი ევრო
.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი