სანიოლი: "ჩაკვეტაძე ამისთვის იდეალური ფეხბურთელია" » სპორტის ხაზი

სანიოლი: "ჩაკვეტაძე ამისთვის იდეალური ფეხბურთელია"

სანიოლი: "ჩაკვეტაძე ამისთვის იდეალური ფეხბურთელია"
15-10-2023, 22:18
Aa Aa
გაზიარება:

ოქტომბრის სანაკრებო პაუზის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე იყო.

ქართველი შემტევის კარგი თამაში არც ვილი სანიოლის გამორჩენია, რომელმაც პრესკონფერენციაზე "უოტფორდის" ფეხბურთელი ცალკე გამოყო:

"გიორგი ჩაკვეტაძე პირველ ტაიმში იმ იშვიათთაგანი იყო, რომელიც შეხვედრას ამწვავებდა, ამას კი საკმაოდ სოლიდური მეორე ტაიმიც დაუმატა, მთლიანობაში მისით კმაყოფილი ვარ. მან და ხვიჩა კვარაცხელიამ შეტევაში განსხვავება შექმნეს, ისინი ერთმანეთს კარგად უგებენ. გიორგის მაშინაც ვიძახებდი, როცა საუკეთესო ფორმაში არ იყო, ხოლო მისმა თავდაუზოგავმა შრომამ შედეგი დაგვანახა და ბედნიერი ვარ.

გიორგი იდეალური ფეხბურთელია იმისთვის, რომ შეტევა მასზე ააწყო"
, - განაცხადა სანიოლიმ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი