სანიოლი: "ამ დუეტმა შეტევაში სხვაობა შექმნა" » სპორტის ხაზი

სანიოლი: "ამ დუეტმა შეტევაში სხვაობა შექმნა"

სანიოლი: "ამ დუეტმა შეტევაში სხვაობა შექმნა"
15-10-2023, 21:12
Aa Aa
გაზიარება:

დღეს ის გოლი ვიხილეთ, რომელსაც შეიძლება დიდი ხანი ველოდებოდით - გიორგი ჩაკვეტაძის ასისტით ხვიჩა კვარაცხელიამ კვიპროსს გაუტანა.

სწორედ ამ იმედისმომცემ დუეტზე ისაუბრა შეხვედრის შემდეგ ნაკრების თავკაცმა ვილი სანიოლიმ:

"გიორგი ჩაკვეტაძე პირველ ტაიმში იმ იშვიათთაგანი იყო, რომელიც შეხვედრას ამწვავებდა, ამას კი საკმაოდ სოლიდური მეორე ტაიმიც დაუმატა, მთლიანობაში მისით კმაყოფილი ვარ. მან და ხვიჩა კვარაცხელიამ შეტევაში განსხვავება შექმნეს, ისინი ერთმანეთს კარგად უგებენ. გიორგის მაშინაც ვიძახებდი, როცა საუკეთესო ფორმაში არ იყო, ხოლო მისმა თავდაუზოგავმა შრომამ შედეგი დაგვანახა და ბედნიერი ვარ.

ზურიკო დავითაშვილმა ჩემი მითითებები ბრწყინვალედ შეასრულა. რთულია, როდესაც გიწევს, ზურიკოს მსგავსი ფეხბურთელი სათადარიგო სკამზე დატოვო, მაგრამ ის ამ როლს კარგად ირგებს.

ვიცით, რომ ლევან შენგელია ნომინალურად სხვა ფლანგზე თამაშობს, თუმცა ამ სისტემაში მის შესაძლებლობებს ამ პოზიციაზე უფრო კარგად ვიყენებთ. მისით კმაყოფილი ვარ",
- განაცხადა ვილიმ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.