"იობაშვილი, აბუაშვილი, სიგუა" - შვედეთთან მატჩამდე ახალგაზრდულ ნაკრებში სიახლეებია » სპორტის ხაზი

"იობაშვილი, აბუაშვილი, სიგუა" - შვედეთთან მატჩამდე ახალგაზრდულ ნაკრებში სიახლეებია

"იობაშვილი, აბუაშვილი, სიგუა" - შვედეთთან მატჩამდე ახალგაზრდულ ნაკრებში სიახლეებია
15-10-2023, 02:07
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ბათუმის აჭარაბეთ არენაზე, შვედეთთან გასამართი მატჩისთვის მზადებას განაგრძობს.

21-წლამდე ნაკრები, შვედეთთან მატჩს შემადგენლობაში ცვლილებებით შეხვდება - ნიდერლანდებთან შეხვედრაში მიღებული ტრავმის შემდეგ, თბილისის "დინამოს" ფორვარდი - ჯადული იობაშვილი გუნდს მოახლოებულ შეხვედრაში ვეღარ დაეხმარება.

ჯადული იობაშვილის დანაკლისს, რუმინული "პეტროლულის" შემტევი - გიორგი აბუაშვილი შეავსებს. ასევე, ახალგაზრდულ ნაკრებს შვედეთთან მატჩში, ეროვნული გუნდში გამოძახებული გაბრიელ სიგუა დაეხმარება, რომელიც 21-წლამდე ნაკრების შეკრებას ხვალ შემოუერთდება. (NAKREBI.GE)


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი