ქოჩორაშვილი: "ჩვენმა გულშემატკივრებმა ესპანელები გააოცეს" » სპორტის ხაზი

ქოჩორაშვილი: "ჩვენმა გულშემატკივრებმა ესპანელები გააოცეს"

ქოჩორაშვილი: "ჩვენმა გულშემატკივრებმა ესპანელები გააოცეს"
14-10-2023, 18:28
Aa Aa
გაზიარება:

სექტემბრის სანაკრებო პაუზაზე ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა დინამო არენაზე საქართველოს 7-1 მოუგო, თუმცა წვიმისა და ანგარიშის მიუხედავად, გულშემატკივრების დიდი ნაწილი მოედანზე ბოლო წუთამდე აქტიურად ამხნევებდა თავის საყვარელ გუნდს.

კვიპროსის ნაკრებთან მატჩის წინ გიორგი ქოჩორაშვილმა მედიის კითხვებს უპასუხა და ესპანეთთან მარცხიც გაიხსენა:

"როდესაც ესპანეთში დავბრუნდი, ჩემი გუნდელები გაოცებულნი იყვნენ ჩვენი ნაკრების გულშემატკივრებით, რომლებიც ანგარიშის მიუხედავად ბოლომდე ჩვენს გვერდით იყვნენ. ბევრ მათგანს აქ ჩამოსვლა და თამაში მოუნდა, თუმცა ახლა ესპანეთზე ნუ ვისაუბრებთ, წინ მნიშვნელოვანი თამაში გველის.

როდესაც ჩვენი ნაკრების მაისურით გამოდიხარ, ნერვიულობა ბუნებრივია, გინდა, რომ ოჯახის წევრები და გულშემატკივრები შენი კარგი თამაშით გაახარო. იმედი მაქვს, ეს შესაძლებლობა საქართველოს ნაკრებთან ერთად ბევრჯერ მომეცემა"
, - განაცხადა მან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი